ახალგაზრდა კაცი მშენებლობაზე დაშავდა და გარდაიცვალა

2022-07-09 11:59:24

სამოქალაქო აქტივისტი გივი კუბლაშვილი გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი მშენებლობის დროს დაშავდა, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.