კაცი ყოფილ ცოლს შვილების თანდასწრებით მოკვლით ემუქრებოდა

2022-07-09 11:20:43

ზუგდიდში შვილების თანდასწრებით ყოფილი ცოლის მიმართ მკვლელობის მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი დანით ხელში და მუქარებით ქალს მისდევდა, თუმცა სამართალდამცავებმა მამაკაცი ადგილზევე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, კაცმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა სცადა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა, დაზარალებული ქალი კი დაკითხვაზე იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.