"ოქსიგენ ფესტის" სამზადისი

2022-07-08 14:02:52

რუსთავის ცენტრალურ პარკში "ოქსიგენ ფესტისთვის" აქტიური სამზადისი მიმდინარეობს.

"უსმინეს" მთავარ სცენას დღეს 16:00 საათიდან დაიკავებენ თანამედროვე მუსიკალური ჯგუფები და მოთხოვნადი DJ-ები. მუსიკალური ნომრები 03:00 საათამდე გაგრელდება.

პროგრამა ასე გამოიყურება:

16:00 - TOKKS; 17:00 - Kote Japaridze; 18:00 - Trotsky ; 19:00 - papanusi; 20:00 - Melqo; 21:00 - Black Marrows; 22:00 - Killages; 23:00 - Bad HaBitz; 24:00 - Ellarge; 01:30 - Ziad Aliev.

მუსიკასთან ერთად "ოქსიგენი" სტუმრებს განტვირთვის სხვადასხვა სივრცეს შესთავაზებს, მათ შორის: Nonstop-კინოს, კვების, სპორტული აქტივობების, ლუდის, ღვინის და კოქტეილ-ბარის. გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც (STALL).