რომელი ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი

2022-07-08 11:24:13

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასული თვის სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ივნისში ქვეყანაში 387,781 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა ეს ნაკადი 47%-ით ნაკლებია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურისტების რაოდენობა 2019 წლის 53%-ზე აღდგა.

ქვეყნების მიხედვით, სტატისტიკაში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც გასულ თვეში 90,239 მოქალაქე შემოვიდა, ეს წინა წელთან შედარებით 503%-ით მეტია. რუსეთის შემდეგ, მეორე პოზიციას იკავებს თურქეთი, საიდანაც 62,000-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა.

TOP-15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში საქართველოში შემოვიდნენ:

1) რუსეთი - 90 239 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 503%

2) თურქეთი - 62 192 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 110%

3) სომხეთი - 61 974 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 365%

4) საქართველო (არარეზიდენტი) - 22 143 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 104%

5) ისრაელი - 20 555 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30%

6) უკრაინა - 15 273 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან -1%

7) ყაზახეთი - 14 368 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 96%

8) აზერბაიჯანი - 13 067 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 89%

9) ბელარუსი - 12 284 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 222%

10) საუდის არაბეთი - 10 372 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 72%

11) ირანი - 9 454 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 599%

12) უზბეკეთი - 5 697 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 106%

13) გერმანია - 5 557 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 240%

14) პოლონეთი - 3 907 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 118%

15) აშშ - 3 195 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 87%

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი - 253,000 ვიზიტორი სახმელეთო გზით, 131,500 კი საავიაციო გზით შემოვიდა.