წყალტუბოში 8 დღის წინ გაუჩინარებული 22 წლის ლიკა გიორგობიანი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გოგონა პოლიციამ ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად იპოვა.
ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ლიკა გიორგობიანს პოლიცია და ოჯახი 30 ივნისის შემდეგ ეძებდა.