შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე მდ. ჭანჭახმა გზაგამტარი ხიდის ბურჯი დააზიანა; ხიდის სავალ ნაწილზე გაჩნდა ბზარები, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია კოჯორი-დიდგორის დამაკავშირებელ გზაზე, იუნკერთა ქუჩაზე, ასევე, კიკეთიდან კოჯრის მიმართულებით და პირიქით.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი გზის მეწყრული მონაკვეთის რეაბილიტაციაა.
მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კიკეთისა და მანგლისის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია წყნეთის გავლით.
აღნიშნული ცვლილება ასევე, შეეხება N316 ავტობუსს, რომელსაც მარშრუტი დროებით შეეცვლება.
"კერძოდ, ავტობუსი კიკეთიდან კოჯრის ბატალიონის მიმართულებით იმოძრავებს, შემდეგ დაბა წყნეთის გავლით, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს. უკუმიმართულებითაც გადაადგილდება შესაძლებელი იქნება აღნიშნული სქემით", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.