სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი “ხალიბი” ფოლკლორული საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა.
ანსამბლ "ხალიბის" წევრებმა გოდერძი მანჯაფარაშვილის ხელმძღვანელობით რამდენიმე საცეკვავო ნომერი შეასრულეს და მაყურებლისა და ჟიურის მოწონება დაიმსახურეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა რუსთავის ანსამბლი 2023 წელს, ბულგარეთში, საერთაშორისო კონკურსზე მიიწვიეს და სპეციალური სიგელები გადასცეს.
"ბათუმში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი ჩატარდა. იყო ჟიურიც, რუსთავიდან ჩვენ ვმონაწილეობდით და ძალიან წარმატებული გამოსვლის გამო გრანპრი მოგვცეს. აღფრთოვანებულები იყვნენ.
ასევე დაგვასაჩუქრეს ბულგარეთში, სოფიაში საზგურზე 20%-იანი ფასდაკლებით. მონაწილეები ჩამოსულები იყვნენ ისრაელიდან, ბულგარეთიდან და მაკედონიიდან. სამი დღე მიმდინარეობდა ფესტივალი", - განაცხადა ჯული ბადაგაძემ.
კონკურს ფესტივალი ბათუმში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში როგორც საქართველოს ასევე სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას.