რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-3 დღე დასრულდა.
დღეს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენაში აბარებდნენ.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა, გამოცდაზე დარეგისტრირებული 416 აბიტურიენტიდან რუსთავის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 397 გამოცხადდა, მეორე სესიაზე სტუდენტები საგრანტო გამოცდას აბარებდნენ. გამოცდა ჩააბარეს მასწავლებლობის მსურველებმა.
მისივე თქმით, არ დაფიქსირებულა გამოცდაზე დაგვიანების ან მოხსნის შემთხვევა და პროცესმა მშვიდ ვითარებასი ჩაიარა.