რუსთავში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" პირველ და მეორე დიაგნოსტიკურ ცენტრებში განუცხადეს.
როგორც მეორე დიაგნოსტიკურის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსუდან ადამია აცხადებს, ბოლო პერიოდის განმავლობაში მატებაა, როგორც გასატესტად მისულ ადამიანებს შორის, ასევე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც გაზრდილია.
პირველი დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის, მერი ლოლაძის განცხადებით გასატესტი პირებისა და დადებითობის მაჩვენებლის მატება მათ სამედიცინო დაწესებულებაშიც იგრძნობა.