რუსთავის 4 ბაგა-ბაღში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა #33 და #36 საბავშვო ბაღების ერთი ფლიგელის, დამაკავშირებელი დერეფნებისა და #37 და #43 საბავშვო ბაღების გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ადგილობირივი ბიუჯეტიდან სარემონტო სამუშაოებისთვის 287 893 ლარი გამოიყო.