რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვის მე-3 დღე

2022-07-06 13:57:43

რუსთავის მეტალურგიული ქარგხნის ე.წ. სორტული საამქროს 100-მდე თანამშრომელი სამი დღეა გაფიცულები არიან.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  რუსთავის მეტალურგთა, მეშახტე და მაღაროელთა პროფკავშირების რუსთავის წარმომადგენელმა, გიორგი ტყემალაძემ განუცხადა, გაფიცულმა თანამშრომლებმა 6 კაციანი წარმომადგენლობითი ჯგუფი შექმნეს და პროფკავშირების იურისტთან ერთად კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე შევიდნენ.

შეგახსენებთ, რომ სორტული საამქროს 100-მდე თანამშრომელის მოთხოვნაა ხელფასის 30%-იანი გაზრდა, ე.წ. მე-13 ხელფასის დამატება და შრომითი პირობების გაუმჯობესება.