ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა აეროპორტის დასახლებაში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მაღალმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა. 40 წლამდე კაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
ფოტო: "ბათუმელები"