რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-2 დღე დასრულდა.
აბიტურიენტები გამოცდას ამჯერადაც ქართულ ენაში აბარებდნენ.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა, გამოცდაზე დარეგისტრირებული 830 აბიტურიენტიდან რუსთავის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 390 გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი 388, 52 კი გამოცდაზე არ მივიდადა.
მისივე თქმით, არ დაფიქსირებულა გამოცდაზე დაგვიანების ან მოხსნის შემთხვევა და პროცესმა მშვიდ ვითარებასი ჩაიარა.