ივნისის თვეში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 285 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 279 პაციენტის აცრა მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენების უმრავლესობა, 254 შემთხვევა, მოშინაურებული ცხოველების მხრიდანაა.
ჯანგულაშვილის ცნობით, დაკბენებ შორის 192 ძაღლის ნაკბენია და 57 კატის. ასევე ფიქსირდება 2 კურდღლის ნაკბენი და 2 თაგვის.
მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.