ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებულები ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათგან ერთერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სედარებით მძიმეა.