ეროვნული გამოცდების პირველი დღე რუსთავში

2022-07-04 17:53:01

რუსთავში ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა.

ქართული ენის გამოცდაზე დარეგისტრირებული 830 აბიტურიენტიდან რუსთავის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 402 გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი 401, 27კი გამოცდაზე არ მივიდა.

როგორც "ინფო რუსთავს"  რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა, დაფიქსირდა დაგვიანების მხოლოდ ერთი შემთხვევა. მისი თქმით, საერთო ჯამში, პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები