პოლიციამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე 17 პირი დააკავა.
აქციის მონაწილეები "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებს აპროტესტებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 პირი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსისი 173-ე მუხლის თანახმად დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.