ბუნებრივი აირის გაჟონვას დიდ დიღომში 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.
პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზად არასწორად დამონტაჟებულ წყლის გამათბობელი სახელდება.
გარდაცვლილი ცოლ-ქმარი გაზის აღმრიცხველმა აბაზანაში აღმოაჩინა.
ცხედრები უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.