ქუთაისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა.
შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ბრალდებულმა ახალგაზრდა ქალს სასკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით, თავისა და ყელის არეში მიაყენა.
პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.