2022-07-01 22:02:25
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.