ფრაქცია ქართული ოცნება ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის განცხადებას პასუხობს: "რუსთავის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა, როცა ავრცელებენ დაფინანსებულ პოსტებს ფეისბუქზე, თითქოს ახალგაზრდების წახალისების პროგრამა მათი მხარდაჭერით განხორციელდა.
სამაგიეროდ, დაესწრნენ ოქროსმედალოსნების დაჯილდოების საღამოს, რომელზე მისული ახალგაზრდების წახალისების პროგრამისთვის მათ არა თუ მხარი არ დაუჭერიათ, არამედ ის სხდომა, რომელზეც ბიუჯეტი და შესაბამისად წარჩინებული მოსწავლეებისთვის 500-ლარიანი ჯილდოს გადაცემა იხილებოდა, საერთოდ დატოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია აღნიშნული სხდომის ოქმშია დაფიქსირებული.
რუსთაველი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი პროგრამა, რომელიც ოქროს მედალოსნებისთვის 500 ლარიან ჯილდოს ითვალისწინებს, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის და ჩვენი გუნდის ინიციატივაა და რუსთავის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტთან ერთად გასულ წელს დაამტკიცა.
ვფიქრობთ, ნაციონალური მოძრაობის წევრები მიხვდნენ, რომ ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მოსახლეობაზე და რუსთავზე ორიენტირებული და მათ მოვუწოდებთ, რომ მომავალში არა პოლიტიკურ გადაწყვეტილებების, არამედ ქალაქის განვითარების მხარეს დადგნენ."
განცხადება რუსთავის ნაციონალური მოძრაობის გვერდზე გავრცელდა, სადაც ნათქვამია რომ: "ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარდაჭერით 150 რუსთაველ წარჩინებულ სკოლადამთავრებულს 500 ლარი გადაეცა. ყველა მათგანს ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების შემდეგ ეტაპებზე.
მომავალი თქვენია!"
შეგახსენებთ რომ წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება 2 დღის წინ რუსთავის თეატრში შედგა.