რუსთავში, ლესელიძესა და მის მიმდებარე ქუჩებზე ელ.ენერგიის მიწოდება შეზღუდულია.
როგორც კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, მიზეზი ავარიული შემთხვევაა, თუმცა კომპანიაში ვერ ასახელებენ ზუსტ დროს, როდის აღუდგებათ მოქალაქეებს ელექტრო ენერგიის მიწოდება. მათივე ინფორმაციით, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე უკვე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი.