ფიზიკური დაპირისპირება სტუდენტებს შორის

2022-06-30 13:20:34

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წევრებს 3 ივლისის აქციასა და ქვეყნის პროდასავლურობაზე საინფორმაციო ტიპის შეხვედრა უნდა, სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

"შინ ევროპისკე"  წევრების თქმით, შეხვედრის ფარგლებში სპეციალურ ბროშურებს არიგებდნენ და მოქალაქეებს 3 ივლისის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ.

მათივე განმარტებით, ადგილზე მივიდნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირება სტუდენტებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.