ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული

2022-06-28 20:03:14

დუშეთის რაიონში, სოფელ წითელსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთამენთს ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი და მინივენი შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა ერთი, ხოლო რამდენიმე პირი დაშავდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.