რა შემთხვევაში დაჯარიმდებით რუსთავში 6000 ლარით

2022-07-03 10:22:26

რუსთავში აივნის გამოშენებისთვის, რომლის დროსაც არსებითად იცვლება შენობის ექსტერიერს და არ იწვევს ფართობის ცვლილებას 1 მ2-ზე მეტად, საჭიროა ნებართვის აღება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს.

"აივნის ამოშენება-რეაბილიტაცია: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილების/ დეტალების გაბარიტების შეცვლა 0.1 მეტრზე მეტად ან/და ამგვარი ნაწილების/დეტალების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, მათ შორის, მოსაპირკეთებელი მასალისა და ფერის ცვლილება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს და არ იწვევს ფართობის ცვლილებას 1 მ2-ზე მეტად, წარმოადგენს რეკონსტრუქციას და საჭიროებს მშენებლობის ნებართვას",- ნათქვამია განცხადებაში.

უნებართვო მშენებლობა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 130-ე მუხლის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას თვითმმართველ ქალაქში - 6000 ლარით.