რუსთავში უნებართვოდ დამონტაჟებული კონდიციონერი მოქალაქის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მერიის არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს, კონდიციონერი დამონტაჟებისთვის აუცილებელია მობინადრემ წერილობით შეატყობინოს მუნიციპალიტეტს, დადგენილებით
გათვალისწინებული თანხმობის/ნებართვის მოპოვების შემდეგ კი შეძლებს გაგრილების სისტების დამონტაჟებას.
როგორც სამსახურში განმარტავენ, კონსტრუქციის თვითნებული მონტაჟი ან/და განთავსება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას -1000 ლარის ოდენობით.