თბილისი Opean Air 2022 დასრულდა [photo]

2022-06-27 18:15:29

თბილისის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Open Air 2022 დასრულდა.

პანდემიის გამო სამ წლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი ლისის საოცრებათა ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართა.

სამი დღის განმავლობაში მსმენელის წინაშე სხვადასხვა მიმდევრობისა და სხვადასხვა ქვეყნის ბენდები და შემსრულებლები წარდგნენ.

დაუვიწყარი დღეების გატარებაში ფესტივალზე მისულებს ვერც წვიმამ და ვერც დიდმა ტალახმა ვერ შეუშალა ხელი.

ფესტივალი გრანდიოზულად დაასრულა უკრაინულმა როკჯგუფმა Okean Elzy-მა, რომლის სოლისტსაც მსმენელთან გამომშვიდობება რამდენჯერმე გაუჭირდა და სცენის დატოვების შემდეგ უკან დაბრუნდა.

ამაღელვებელი გამოსვლის დაწყებამდე ჯგუფის სოლისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა თქვა, რომ მათ კარიერაში ეს დღე დიდი მნიშვნელობისაა, რადგან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პირველი კონცერტი სწორედ თბილისში, საყვარელი და-ძმების ქვეყანაში გამართეს. ბენდმა კონცერტის განმავლობაში სიმღერები უკრაინისა და ცივილიზებული სამყაროს თავისუფლების დაცვისთვის დაღუპულ გმირებს მიუძღვნეს, ჯგუფმა სხვა სიმღერებთან ერთად, შეასრულა სიმღერა Без Бою, რომელიც უკრაინული მებრძოლი სულისა და გამბედაობის ჰიმნად არის ქცეული.

გამოსვლის დასასრულს კი ქართველი მსმენელის პატივსაცემად ჯგუფის სოლისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა "თბილისო"  შეასრულა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები