მარნეულში ნარმან ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივანის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
მომხდარის დროს დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა, მედიკოსებმა მისი ნაყოფის გადარჩენა შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ორი არასრულწლოვანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით მკურნალობას მარნეულის ,,იმედის” კლინიკაში განაგრძობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: რადიო მარნეული