თბილისის ცენტრში ბიზნესმენი ჩაცხრილეს

2022-06-24 19:50:21

თბილისის ცენტრში, ვაკეში ბიზნესმენი ჩაცხრილეს.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.