"ოქსიგენი" 25 და 26 ივნისს "არტ გენს" და "უსმინეს" უმასპინძლებს

2022-06-23 19:44:09

რუსთავის საფესტივალო სივრცე "ოქსიგენი" 25 და 26 ივნისს "არტ გენს" და "უსმინეს" უმასპინძლებს.

პირველად რუსთავის ცენტრალურ პარკში, 25 და 26 ივნისს საფესტივალო სივრცე “ოქსიგენი” მუსიკალურ ფესტივალ “არტ - გენს” და “უსმინეს” უმასპინძლებს.

25-ივნისს მთავარი სცენა “გაგა ფრანს”, სუხიშვილებს და 33ა-ს დაეთმობა. ფოლკ სცენას, ქვემო ქართლის ფოლკლორული ჯგუფები და ანსამბლები, ასევე “ჩვენებურები” და ლელა ნაყეური დაიკავებენ.

26-ივნისს, ფესტივალის სტუმრებს თანამედროვე და ელექტრონული მუსიკის - “უსმინეს” დღე ელით. მთავარი სცენა, 19:00 საათიდან ჯგუფებს: Papanus, LUA, Bad Habits, Reggaeon, Killages დაეთმობათ.

ელექტროულ სცენას კი, 2022 წლის ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი DJ-ები // 4pm - 4am დაიკავებენ.
მუსიკასთან ერთად “ოქსიგენი” სტუმრებს განტვირთვის სხვადასხვა სივრცეს შესთავაზებს,მათ შორის: Nonstop-კინოს, კვების, სპორტული აქტივობების, ლუდის, ღვინის და კოქტეილ-ბარის, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც  (STALL).