დაკარგული 14 წლის გოგო იპოვეს

2022-06-22 23:44:05

კასპში დაკარგული 14 წლის გოგო იპოვეს. ინფორმაცია "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ირკვევა, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში სტუმრად ჩასული გოგონა 3 დღის წინ გაუჩინარდა.