14 წლის გოგოს ეძებენ

2022-06-21 16:22:58

კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, სოფელ სასირეთში, ნათესავთან სტუმრად მყოფი 14 წლის გოგონა გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაუჩინარდა.

ფაქტთან დაკავშირებით სოფელში პოლიციაა მობილიზებული.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.