ელ.ენერგიის შეზღუდვა რუსთავში, კიდევ ერთ მისამართზე

2022-06-22 11:40:08

რუსთავში მე-20 მიკრორაიონის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, მიზეზი ერთ-ერთ ტრანსფორმატორზე შექმნილი ტექნიკური პრობლემაა. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს ელ.ენერგიის მიწოდება მაქსიმუმ 1 საათში აღუდგებათ.

შეგახსენებთ, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00 საათზე შეწყდა და 18:00 საათზე აღუდგებათ დენის მიწოდება დ. გარეჯის, ოსტროვსკის, გრძელიძის, ქაშაკაშვილის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს.