2022-06-20 15:08:25
რუსთავში, მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქუჩაზე მცხოვრებლებმა განუცხადეს, უცნობმა პირებმა მშენებარე სახლიდან ელექტრო სადენები მოიპარეს.
ადგილობრივები ითხოვენ, რომ ქუჩაზე უსაფრთხოების კამერების დამონტაჟება მოხდეს.