როგორია რუსთავში დაჭრილი 3 კაცის მდგომარეობა

2022-06-19 18:11:35

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი სამი პაციენტიდან ერთ-ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს. მათი თქმით, დანარჩენი ორი ახალგაზრდა მამაკაცს საოპერაციოდ ამზადებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მე-12 მიკრორაიონში ურთიერთშელაპარაკების დროს 2004 წელს დაბადებულმა ლ.ვ. 3 მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები