კახეთში, ქაალაქ წნორში უბედურ შემთხვევას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც არხში ჩავარდა და დაიღუპა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.