"გაიცანი შენი ქალაქის გუნდი" [photo]

2022-06-17 18:29:49

ლეონიძის სკვერში ღონისძიება სახელწოდებით "გაიცანი შენი ქალაქის გუნდი" ჩატარდა. ღონისძიება საფეხბურთო კლუბ "რუსთავისა" და მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

რეკრეაციულ სივრცეში გუნდის ხელმძღვანელი, ბაჩანა ცხადაძე გულშემატკივრებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. გათამაშდა მაისურები და კლუბის ბრენდირებული ატრიბუტიკა.

ღონისძიებას ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და წარმატებული რუსთაველი სპორტსემენები დაესწრნენ.