ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
როგორც შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხდეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.