ჩაშლილი სააღმზრდელო პროცესი ბაღებში

2022-06-13 14:11:05

დღეს, რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესი არ ჩატარებულა. მიზეზი წყლის მიწოდების შეწყვეტა გახდა.

ინფორმაცია, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაგა- ბაღების facebook გვერდზე განთავსებული არ არის, შესაბამისად, ჯერ-ჯერობით უცნობია განახლდება თუ არა, ახალ რუსთავში არსებულ ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი ხვალ.