ტრაილერი შვიდი წლის ბავშვს დაეჯახა

2022-06-11 14:30:27

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში, დატვირთული ტრაილერი შვიდი წლის ბავშვს დაეჯახა.

დაშავებული მცირეწლოვანი მშობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში თავად გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ,  გამოცემა Jnews ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა არ არის კრიტიკული, თუმცა მკურნალობს გასაგრძელებლად ის თბილისში გადაჰყავთ.