ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2021-06-09 23:57:41

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე ერთმანეთს "ლექსუსისა" და "ნისანის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებულები ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.