რუსთავში რამდენიმე კორპუსის აივნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2022-06-09 18:08:09

რუსთავში მე-14 მიკრორაიონის N10, N11, N12 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების აივნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ასევე იგეგმება მე-11 მიკრორაიონის N1 კორპუსის გამაგრების სამუშაოებიც.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოების შესასრულებლად 422 892 ლარი გამოიყო.