რუსთავში, ერთერთ რესტორანში ქალი გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში, ერთერთი კვების ობიექტის თანამშრომელი, 50 წლამდე ქალი მოულოდნელად ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით ქალის გადარჩენას რესტორნის თანამშრომლები ცდილობდნენ თუმცა უშედეგოდ. ადგილზე ასევე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო.