იქნება თუ არა ეროვნულ გამოცდებზე პირბადე სავალდებულო

2022-06-07 12:52:55

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას არ იქნება პირბადის ტარების აუცილებლობა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნუნუ მიცკევიჩის განმარტებით, გამოსაცდელ პირს თუ ექნება სურვილი, ის შეძლებს პირბადე ატაროს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პირველი გამოცდა 4 ივლისს ჩატარდება.