მიკროავტობუსი 30 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა

2022-06-06 18:32:38

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაური-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე.

სოფელ ჭოგნარში სატვირთო მიკროავტობუსი, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, დაახლოებით, 30 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა.

თვითმხილველის ცნობით, ავტობუსში შემთხვევის დროს მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა და მას დაზიანება აღ მიუღია.