სმარტფონების ყველაზე პოპულარული ბრენდები საქართველოში

2022-06-04 16:12:50

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში მობილური აპარატების რაოდენობის 2021 წლის სტატისტიკის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში სულ 5 მილიონი სატელეფონო აპარატია და 39%-იანი წილით, ბაზრის #1 მოთამაშეა Samsung-ი. მეორე პოზიციას იკავებს Apple-ი 15%-იანი წილით, მესამეს კი Xiaomi 13%-ის წილით.

საქართველოში ყველაზე პოპულარული სმარტფონების ბრენდების რეიტინგი:

1. Samsung - 1,973,605 მობილური ტელეფონი, ბაზრის 39%

2. Apple - 760,558 მობილური ტელეფონი, ბაზრის 15%

3. Xiaomi - 673,886 მობილური ტელეფონი, ბაზრის 13%

4. HUAWEI - 339,352 მობილური ტელეფონი, ბაზრის 7%

5. Nokia - 232,040 მობილური ტელეფონი, ბაზრის 5%

6. Lenovo - 53,482 მობილური ტელეფონი, ბაზრის 1%

7. LG - 23,550 მობილური ტელეფონი, ბაზრის 0,5%

8. Sony - 15,960 მობილური ტელეფონი, ბაზრის 0,3%

9. TCT - 12,379 მობილური ტელეფონი, ბაზრის 0,2%

10. ZTE - 12,099 მობილური ტელეფონი, ბაზრის 0,2%