რუსთავის მუნიციპალიტეტი სამ მისამართზე სპორტული მოედნის მოწყობას გეგმავს, ხოლო ერთზე საბავშვო მოედნის.
სპორტული მოედნები გაკეთდება რუსთავში, მე-14 მკ.რ. #39 კორპუსთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განახლდება გურამიშვილის ქუჩაზე #9, #5 და #11 ნომრებს შორის მდებარე სპორტულ მოედანს.
ფალიაშვილის ქ.#7ა-ს #7 და მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარედ კი სპორტულთან ერთად საბავშვო მოედანიც მოეწყობა.
პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 447 949 ლარი გამოიყო.