რუსთავის მერი უკანონო შემოღობვებზე

2021-05-06 12:41:33

გამკაცრდება თუ არა ზომები ქალაქში არსებულ უკანონო შემოღობვებთან დაკავშირებით?

აღნიშნულ კითხვას უპასუხა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მესამე სექტორთან შეხვედრაზე.

როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, ეზოებიდან იმ ინფრასტრუქტურის აღებას, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, მერია მოქალაქეებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ეცდება.

"ქალაქში რეფორმის საფუძველზე ჩამოყალიბდა მუნიციპალური ინსპექცია, რომელსაც სჭირდებოდა ის 5 მანქანა, რუსთავმა შეისყიდაო ამბავი რომ იყო. ეს 5 მანქანა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის იქნება შესაძლებლობა, დღეს მანქანა რომ არ გვყავს, ძალიან რთულია. როგორც პატრული დადის დაახლოებით ამ ტიპის სისტემა იქნება, ზედამხედველი ივლის თავის მონაკვეთში და გააკონტროლებს ყველა იმ უკანონობას, რომელიც არის. აქ მოლოდ შემოღობვა არაა, შეიძლება ვინმემ ნაგავი დაყაროს უკანონოდ, ძალან ბევრი ფუნქცია შევძინეთ დამატებით მუნიციპალურ ინსპექციას და ეს 5 მანქანა არამცდაარამც არ იქნება არცერთი თანამდებობის პირის პირადი საკუთრება.

რაც შეეხება შემოღობვებს, ვცდილობთ, რომ მშვიდად, წყნარად, ჩხუბის და სამეზობლო კონფლიქტის გარეშე ავუხსნათ ადამიანებს, რომ თუ აიღებენ ამ შემოღობვებს, ჩვენ შეგვიძლია გამწვანებული ზოლი მოვაწყოთ. თუ სახანძრო და სასწრაფო უსაფრთოებას და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება მისი ქმედებით, სხვა შემთხვევაში შევეცდებით, რომ მოქალაქეებთან აქტიური მუშაობით და მათივე სურვილით შევძლოთ ავიღოთ ის მახინჯი ინფრასტრუქტურა, რაც ეზოებშია და მოვაწყოთ ლამაზი რეკრეაციული სივრცე", - განაცხადა ლაცაბიძემ.