რა დაგიჯდებათ სააღდგომო სუფრა რუსთავში

2021-04-17 18:12:01

24 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

საქართველოში ამ დღეს განსაკუთრებულად მომზადებულები ხვდებიან.

სააღდგომო სუფრაზე, მინიმუმ ამ დღესთან დაკავშირებული პროდუქტები, პასკა და წითლად შეღებილი კვერცხი, მაინც უნდა იყოს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა"  გაარკვია, რა ღირს სააღდგომო პერიოდში პროდუქტები რუსთავის ბაზრებსა და სუპერმარკეტებში.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით პროდუქტებზე ფასები გაზრდილია.

პასკა - ფასი დამოკიდებულია მწარმოებელ კომპანიასა და წონაზე, ძირიდათად ფასი 4 ლარიდან იწყება და 30 ლარამდე ადის

კვერცხი - ერთი ცალის მინიმალური ფასი 40 თეთრია და 50 თეთრამდეც ადის. ხოლო 10 ცალიანი შეკვრა კვერცის ფასი 4,30-დან იწყება.

ენდრო - 1,5--დან 2 ლარამდე მერყეობს ფასები, დამოკიდებულია საღებავი საშუალების ზომაზე

ღორის ხორცი - 1კგ 14 ლარიდან იწყება

საქონლის ხორცი - 1კგ 17 ლარი

ხბოს ხორცი - 1კგ 25 ლარი

ქათამი - 1კგ 9 ლარი

ქამა სოკო - 1კგ 9-12 ლარი