რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში უკრაინელების დასახმარებლად პროდუქტებისა და ნივთების გარკვეული რაოდენობა უკვე შეგროვდა.
რუსთაველებს შესაბამისი ნივთების მიტანა, რუსთავის სკაუტურ ცენტრში, ბალანჩივაძის 9 ნომერში შეეძლოთ.
აქცია გრძელდება და უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად, არამალფუჭებადი პროდუქტის, ტანსაცმლის, ჰიგიენური და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა, რუსთავის სკაუტურ ცენტრში კვლავ შეეძლებათ.